რექტორ ზურაბ ხონელიძის ახალი მონოგრაფიის მორიგი პრეზენტაცია
2022 წლის 31 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის: „მშვიდობის ქართული
პარადიგმა“ პრეზენტაცია.
შემთხვევითი არ არის, რომ წიგნის პრეზენტაცია 31 მარტს
– დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესა
და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის თარიღს დაემთხვა, რადგან წარმოდგენილი
მონოგრაფია, სპეციალისტთა შეფასებით არის „საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების
დარეგულირების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის განკუთვნილი სამაგიდო
წიგნი“, რომელშიც ავტორი მშვიდობის მშენებლობის
ახლებურ ხედვას გვთავაზობს.
წიგნი ორი ნაწილისგან შეგება: „საუნივერსიტეტო დიპლომატია“
და „სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური სივრცე“. ავტორი, ევროკავშირის ახალ სამოქმედო პლატფორმაზე დაყრდნობით,
იკვლევს
თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო
სისტემის როლს მშვიდობის
ძიების პროცესში. პროფესორი ზ. ხონელიძე მკითხველს სთავაზობს განათლების პოლიტიკის ახალ მიმართულებას – საუნივერსიტეტო დიპლომატიას, როგორც მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის
ახალ სახეობას.
ღონისძიება გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე: „პროფესორ
ზურაბ ხონელიძის ნაშრომი „მშვიდობის
ქართული პარადიგმა“, არა
მარტო თეორიული დატვირთვის, არამედ, პრაქტიკული ღირებულების მატარებელია, რომელიც,
რეალურად აჩენს შესაძლებლობას სხვა ერებთან და ქვეყნებთან მშვიდობიანი თანაარსებობით
სასურველისკენ შევცვალოთ არსებული მოცემულობა და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს
მომავალი“.
პრეზენტაციას უძღვებოდა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი,
პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი ნუგზარ რუხაძე, რომლის შეფასებით: „მშვიდობის
ქართული პარადიგმა“
არის ნაშრომი, რომელიც გადის ჰუმანიზმზე დაფუძნებულ საყოველთაო ღირებულებებზე:
განათლებაზე, მეცნიერებაზე და ახალგაზრდობაზე. ბატონი ზურაბის მიერ შემოთავაზებული
იდეა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ არის ახალი სიტყვა ქვეყანაში კონფლიქტების მშვიდობიანად
დარეგულირების საკითხებში, რომელიც თითოეული პოლიტიკოსისთვის გასათვალისწინებელი უნდა
იყოს“.
ნაშრომმა „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ დამსწრე საზოგადოებაში
უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ავტორს არაერთი აქტუალური შეკითხვა დაუსვეს. პროფესორი
ზ. ხონელიძის თქმით, ნაშრომის მიზანია: მიმოვიხილოთ ახალ ცოდნაზე დაფუძნებული ჩვენეული
არასტანდარტული ხედვა და მტკიცე სახელმწიფოებრივი პოზიცია. მკითხველის სამსჯავროზე
გზამკვლევად გამოვიტანოთ საკითხი: როგორ გამოიხატება ფორმირებად გლობალურ სივრცეში
უნივერსიტეტისა და დიპლომატიის, ამ ორი მცნების სინერგიაზე „საუნივერსიტეტო დიპლომატია“
დაფუძნებული იდეის არსი და სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო სივცედ ფორმირების მნიშვნელობა.
რა ღირებულებებსა და ფასეულობებს ემყარება შემოთავაზებული მიდგომები, როგორ უწყობს
ხელს როგორც საზოგადოებრივ, ისე კულტურათაშორის ურთიერთობათა გაღრმავება-განვითარებას,
კონფლიქტში მონაწილე მხარეთა პრაქტიკული სარგებლის მიღებით, გარემომცველი სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლას.
ნაშრომის რეცენზენტები
არიან ქართველი და უცხოელი, საერთაშორისო დონის სპეციალისტები,
მკვლევარები, დიპლომატები.
დაინტერესებულ მკითხველს პროფესორ ზ. ხონელიძის ახალი მონოგრაფიის შეძენა წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუასა“ და „ბიბლუსის“ ქსელში შეუძლია.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
